ადამიანის გენეტიკა
სტატისტიკა
არ ვიცი თქვენში რა ასოციაციას იწვევს თემა: ,,გენეტიკა" , მაგრამ ჩემთვის ის ძალზე საინტერესოა. სწორედ ჩვენი გენეტიკური კოდით განისაზღვრება ის, თუ როგორები ვიქნებით, რა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გვექნება. ეს არის პაწაწინა ქრომოსომაში მოთავსებული კოდი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რომელიც ჩვენი პიროვნების განსაზღვრელი ფაქტორია.
მაგრამ, რა თქმა უნდა ყველა არ დამეთანხმება და ბევრისთვის ეს თემა ნაკლებად მიმზიდველი იქნება.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად საინტერესოა ეს თემა სხვებისთვის და ფლობენ, თუ არა ისინი მინიმალურ ინფორმაციას მაინც.
გამოვკითხე 60 ადამიანი.
კითხვაზე: გაინტერესებთ, თუ არა თემა გენეტიკა? მათმა 50%-მა დადებითი პასუხი გამცა.
კითხვაზე: გაინტერესებთ, თუ არა თემა გენეტიკა? მათმა 50%-მა დადებითი პასუხი გამცა.
ხოლო კითხვებზე: ვის მიიჩნევა გენეტიკის ფუძემდებლად? რომელი უჯრედული სტრუქტურები ინახავენ მემკვიდრულ ინფორმაციას? უჯრედის რომელ ნაწილში არიან ისინი მოთავსებულნი? ან ფლობდნენ, თუ არა ინფორმაციას რომელიმე გენეტიკური დაავადების შესახებ? - მცირე რაოდენობას - 41%-ს ქონდა დადებითი პასუხი.
მათ აგრეთვე ვკითხე, რომ ისურვებდნენ თუ არა გენომის გამოკვლევას, სანამ გახდებოდნენ მშობლები?. ამ კითხვაზე მხოლოდ 12%-მა გამცა დადებითი პასუხი.
ამ გამოკითხვიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ ძალზე მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ნამდვილად აინტერესებთ ეს თემა. აგრეთვე ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზე მცირე ინფორმაციას ფლობენ. ხოლო გენომის გამოკვლევის სურვილი თითქმის არ აქვთ.
მთავარი პრობლემა ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ თავიდანვე ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება საკმაოდ არასასურველი ფორმებით ხდება და შესაბამისად დაინტერესებულთა რაოდენობაც ძალზე მცირეა. ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს თემა საკმაოდ საკმაოდ სპეციფიკურია და რა გასაკვირია, თუ ინფორმაცია მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს.
ალბათ სასურველი იქნება, რომ გაეცნოთ მინიმალურ ინფორმაციას მაინც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საინტერესო იქნება ის თქვენთვის და მიიღოთ შესაბამისი ზომები სანამ მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდებით !
ფაქტია, რომ გენომის გამოკვლევა ძალზე რთული და ძვირადღირებული პროცედურაა, მაგრამ მინიმალური რისკის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯობს მშობლებმა ყველაფერი კარგად გამოიკვლიონ, ვიდრე გარისკონ და უმძიმესი შედეგის წინაშე აღმოჩნდნენ !!!
ინფორმაციის წყაროები:
No comments:
Post a Comment